დამარბილებელი ღამის მკვებავი - "კალენდულა Q-10"

დამარბილებელი ღამის მკვებავი - "კალენდულა Q-10"

$36

მოცულობა:

50 მლ

დეტალები:

 დანიშნულება: ძნელად მოიძებნება სხვა მცენარე, რომელსაც ისეთი მრავალმხრივი და ეფექტური სამკურნალო თვისებები აქვს, როგორც კალენდულას. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ფლავონოიდებს და კაროტინოიდებს, რაც ხელს უწყობს კანის ანთებების ჩაქრობას და ახალი ქსოვილების წარმოქმნას. უხსოვარი დროიდან ამ ნარინჯისფერ ყვავილს იყენებენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ცნობილია, რომ კლეოპატრა კალენდულას ზეთს ხმარობდა კანის მოსავლელად. სწორედ ამ ჯადოსნური თვისებების გამო შეიქმნა მდიდარი და ნოყიერი ღამის კრემი, რომელიც კვებავს და აჯანსაღებს კანს მთელი ღამის განმავლობაში. მთავარი ინგრედიენტია მექსიკურ ავოკადოს ზეთში ინფუზირებული კალენდულას სასწაულმოქმედი ყვავილები, რომლებიც ორმაგ ზემოქმედებას ახდენს კანზე -როგორც კალენდულა და როგორც ავოკადოს ზეთი. კრემში ასევე გამოყენებულია აფრიკული შეის კარაქი, ინდური გარგარის კურკის და ჟოჟობას ზეთები, ალოეს წვენი, გლიცერინი, ვიტამინი E, კალენდულას ექსტრაქტი, ქაცვის ექსტრაქტი, ნაოჭების საწინააღმდეგო აგენტი - Coenzyme Q10, ლავანდის, წითელი მანდარინის და ავსტრალიური მანუკას თაფლის ეთერზეთები. მოხმარების წესები: ღამით სუფთა სახეზე თითების ბალიშების მეშვეობით დაიტანეთ კრემი სახეზე, ყელზე და დეკოლტეზე. ეს კრემი განკუთვნილია ნორმალური, კანისთვის. შენახვის წესები: შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას-უმჯობესია მაცივარში. მოარიდეთ მზის სხივებს. შენახვის ვადა: შენახვის ვადა მითითებულია ჭურჭლზე. ვადის გასვლის შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მოხმარება! ინგრედიენტები : Butyrospermum Parkii (Shea) Butter Prunus Armeniaca (Apricot) Oil Calendula macerate oil Simmondsia chinensis (Jojoba) Oil Cetearyl Alcohol (and) Cetearyl Glucoside (Vegetal) Aloe Vera Gel Glycerin Xanthan Gum Tocopherol (Vitamin E) oil C12-15 Alkyl Benzoate (and) Tocopheryl Acetate (and) Ubiquinone - Coenzyme Q10 Glycerin (and) Water (and) Calendula Officinalis Extract Hippophae rhamnoides fruit extract, Helianthus annus seed oil, Rosmarinus officinalis leaf (Sea Buckthorn) extract Benzyl Alcohol, Salicylic Acid, Glycerin, Sorbic Acid Leptospermum scoparium Branch/Leaf (Manuka) Oil Lavandula Angustifolia (lavender) oil Citrus nobilis Peel (Red Mandarin) Oil

მსგავსი პროდუქტები


Terms Of Use / Privacy Policy / return policy