


ტანის ზეთი - სიყვარულის ელექსირი


მოცულობა:
120 მლ
დეტალები:
დანიშნულება: სიყვარულის ელექსირი-ინგრედიენტები, რომლითაც დამზადებულია სხეულის მოვლის ეს საშუალება, ითვლება უძლიერეს აფროდიზიაკებად. ამაზონის ჯუნგლების ბურიტის ზეთი, ინდური ტკბილი ნუშის და გარგარის კურკის, ტუბეროზის და ნეროლის სურნელოვანი ზეთები ოცნებისა და განტვირთვისკენ გვიბიძგებს და, როგორც ამბობენ, ჩვენს ღრმად დაფარულ სურვილებს კვებავს. მართლაც, ეს არომატი ადამიანის ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონების სახელით ცნობილი ნივთიერებების, ენდორფინებისა და სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს. აფროდიზიაკების სურნელს ვნება,ფანტაზია, სიმყურდოვე და სიცოცხლის ხალისი უკავშირდება. 100% ნატურალური ზეთი ადვილად შეიწოვება კანის მიერ, არ ტოვებს ცხიმიან ელფერს და არ ახშობს ფორებს. მოხმარების წესები: ხელისგულებზე დაისხით ამ სურნელოვანი ზეთის მცირე ოდენობა და კარგად შეიზილეთ მთელს სხეულზე. დაიმასაჟეთ ტანი, ღრმად ჩაისუნთქეთ და მოდუნდით. მაქსიმალური ეფექტისთვის მიირთვით რომელიმე ეგზოტიკური მცენარეული ჩაი შავ შოკოლადთან ერთად. შენახვის წესები: შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას. დაიცავით მზის სხივებისგან, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში. შენახვის ვადა: შენახვის ვადა მითითებულია ჭურჭლზე. ვადის გასვლის შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მოხმარება!
შემადგენლობა: Prunus amygdalus dulcis (Almond) Oil, Prunus Armeniaca (Apricot) Oil, Mauritia Flexuosa Fruit (Buriti) Oil, Ecosilk, Squalane, Tocopherol (Vitamin E), PolianthesTuberosaL (Tuberose)absoluteOil,Citrus Aurantium Flower (Neroli) Oil არ შეიცავს პარაბენებს, ცხოველურ ცხიმებს, მინერალურ ზეთებს და სინთეზურ საღებავებს.