


სხეულის მოვლის ზეთი „ტროპიკული კუნძული“


მოცულობა:
120 მლ
დეტალები:
დანიშნულება:
ფრანგული პოლინეზიის ბუნებაში მოპოვებული ეგზოტიკური მონოის ზეთი (ქოქოსის ზეთში ინფუზირებული თეთრი გარდენიას ყვავილები) ტროპიკული კუნძულის განუმეორებელ სურნელს და თვისებებს ანიჭებს ტანის ნოყიერ ზეთს. ინდური ტკბილი ნუშის და გარგარის კურკის ზეთები ღრმად ატენიანებენ, კვებავენ და ელასტიურობას ანიჭებენ სხეულს. 100% ნატურალური ტანის ზეთი ადვილად შეიწოვება კანის მიერ, არ ტოვებს ცხიმიან ელფერს და არ ახშობს ფორებს.
მოხმარების წესები: ხელისგულებზე დაისხით ამ სურნელოვანი ზეთის მცირე ოდენობა და კარგად შეიზილეთ მთელს სხეულზე. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ზეთი წაისვით შხაპის მერე ამავე ბრენდის ტანის კარაქთან ერთად, რაც თქვენს კანს განუმეორებელ სილამაზეს და სურნელს მიანიჭებს.
შენახვის წესები: შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას. დაიცავით მზის სხივებისგან, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში.
შენახვის ვადა: შენახვის ვადა მითითებულია ჭურჭლზე. ვადის გასვლის შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მოხმარება!
შემადგენლობა: Cocos Nucifera (Coconut) Oil, Gardenia Tahitensis Flower Extract (Monoi de Tahiti Oil) Prunus Armeniaca (Apricot) Oil Prunus amygdalus dulcis (Almond) Oil Tocopherol (Vitamin E) oil
არ შეიცავს პარაბენებს, ცხოველურ ცხიმებს, მინერალურ ზეთებს და სინთეზურ საღებავებს.